Thursday, March 15, 2012

სასაწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
ბუნების შვილები

პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლემ დაინახოს ცოცხალი ბუნების ერთიანობა, დაამყაროს კავშირი ცხოველებს,
ფრინველებსა და ადამიანს შორის.

პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მოსწავლეს შეუძლია აღწეროს თითოეული ჯგუფი თავისი დამახასიათებელი ნიშნებით. შეძლოს სკოლის გარეთ მიღებული ინფორმაციის დაკავშირება მოცემულ საკითხთან.

პროექტის მიზნები:
 გააცნობიეროს და შეიგრძნოს ცოცხალი ორგანიზმების მნიშვნელობა და მათი ურთიერთკავშირი გარემოში, შეძლოს ცოდნის მობილიზება და გადმოცემა ვერბალურად და ილუსტრაციებით.

მონაწილეთა ასაკი:
6–7 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:
3 ან 4 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

მოსწავლეები განივითარებენ ჯგუფური მუშაობის უნარებს,
განივითარებენ ინფორმაციის  მობილიზების უნარს,
განივითარებენ ინფორმაციის მოძიების უნარებს
შეისწავლიან ცოცხალი გარემოს მნიშვნელობას
განივითარებენ ნატიფ მოტორულ უნარებს.
შექმნიან ნამუშევრებს (ნახატებს, აპლიკაციებს და ა.შ)

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელოები ( დედა ენა, ბუნება), საბავშვო ენციკლოპედია, ექსკურსია ზოოპარკში, ინტერნეტიდან მოძიებული მასალების გაზიარება, ფანქრები, ფურცლები, პლასტელინი, წებო, ბუკი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
კლასი დავყავი 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება. პირველი ჯგუფი სწავლობს გარეულ ფრინველებს. მეორე-შინაურ ფრინველებს. მესამე-შინაურ ცხოველებს და მეოთხე გარეულ ცხოველებს. ისინი გაეცნობიან მიცემულ დავალებას. ვაგროვებთ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან ( დამხმარე ლიტერატურა, საბავშვო ენციკლოპედია). ბუკით ვუზიარებთ სლაიდებს. მოვაწყობთ ექსკურსიას ზოოპარკში. ბავშვები ქმნიან ნამუშევრებს და წარადგენენ მათ პრეზენტაციაზე.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი საშუალებას იძლევა გავაერთიანოთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში  და ბუნებისმეტყველებაში შესწავლილი მასალა. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს აღქმული შთაბეჭდილებები. აღწეროს გარემო და შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. მოსწავლეს უნდა გამოუმუშავდეს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები. შეძლოს მარტივი ტექსტის წაკითხვა და გაგება.

პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან კეკელია.
ხელმღვანელის ელ.ფოსტა: rusudankekelia@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი: rusudankekelia.blogspot.com